ლითონური მასალების განმტკიცების ზოგადი საწყისები
წიგნში მოკლედაა წარმოდგენილი ლითონური მასალების განმტკიცების საწყისები. განხილული და გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორის გავლენა დისლოკაციების წარმოქმნის პირობებზე; დისლოკაციების დამუხრუჭებისა და შენადნობების განმტკიცების ურთიერთკავშირი; ლითონების განმტკიცების მექანიზმი პლასტიკური დეფორმაციისას; დისლოკაციების დამუხრუჭება სტრუქტურის სხვადასხვა ელემენტით კრისტალურ გისოსში. ნაშრომის მიზანია სპეციალისტებს „მოკლე ფორმით“ მიაწოდოს თანამედროვე წარმოდგენები სიმტკიცის მახასიათებლების ამაღლების გამომწვევი პროცესებისა და გამნტკიცების მექანიზმების შესახებ. ნაშრომი განკუთვნილია მასალათმცოდნეების, ლითონთმცოდნეების, თერმისტების, წნევით დამუშავებისა და ასევე მონათესავე დარგების სპეციალისტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს ამ დარგების მეცნიერებს, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
წიგნი გამოიცა „შოთა რუსთაველის საქართველოს ერონული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით“. გრანტი #SP-19-171