შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეექვსე თაობის (6G) უსადენო საკომუნიკაციო ქსელები და სისტემები

 

 

ეს წიგნი განსაზღვრავს 6G-ს კუთხით თანამედროვე ხედვას და განიხილავს მასთან დაკავშირებულ ისეთ საკვანძო კვლევით მიმართულებებს, როგორებიცაა გამოყენებების შემთხვევები და ტექნოლოგიები, საკომუნიკაციო ლინკის ბიუჯეტის ანალიზი, სტანდარტიზაციის პირველი ცდები სუბტერაჰერცული სიხშირული დიაპაზონისათვის, გამჭოლი სრული სტეკის ქსელების დანერგვის პერსპექტივები, არხის შესახებ ინფორმაციით შეზღუდული ულტრა დაბალი შეყოვნების, მცირე ენერგიის და მასიური სისტემების კონსტრუირება, ბლოკჩეინით მხარდაჭერილი პლატფორმის გამოყენება, საკომუნიკაციო
ქსელის დეცენტრალიზებული მართვისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ქსელებისა და სისტემების მართვის მეთოდები. წიგნში შეკრებილია ამ მიმართულებებით მსოფლიო ტექნიკურ ლიტერატურაში არსებული გამორჩეული ნაშრომები, გაერთიანებული და სისტემატიზებულია ისინი და ყველაფერი თემატურად ერთი ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. ვფიქრობთ, რომ მასალა სასარგებლო იქნება და დახმარებას გაუწევს ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე სპეციალისტებს და აკადემიურ პერსონალს, მაღალი კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????