თორიუმი - მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებები საქართველოში
მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR-18-8122 გრანტის მეშვეობით.
თორიუმი - მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებები საქართველოში ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია თორიუმის ენერგოშესაძლებლობები და მისი პერსპექტივები. მკვლევართა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ თორიუმი ის ბირთვული ენერგორესურსია, რომელსაც მომავალში შეუძლია CO2 ემისიის გარეშე შეავსოს ნახშირწყალბადების ამოწურვით შექმნილი ენერგოდეფიციტი. აღნიშნულის გამო, თორიუმზე მომუშავე ენერგოგენერატორების შექმნასა და მათი მარაგების გაზრდაზე ამჟამად მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა მუშაობს. რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით ეს მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში სახელმწიფოებრივ დონეზე არ განიხილება, რის გამოც, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, შევეცადეთ საქართველოში გამოგვეკვლია თორიუმის მადანგამოვლინებები და შეგვეფასებინა მათი მარაგების პოტენციალი. ამ კვლევის შედეგები დეტალურადაა განხილული ნაშრომის მეორე ნაწილში.