ვენტილაციისა და ხანძრების ანალიზი საავტომობილო გვირაბებში
ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საგრანტო პროექტი AR – 19 -1936 „ტრანსფორმირებადი სისტემების დამუშავება და გამოცდა საავტომობილო გვირაბში სიცოცხლის გადასარჩენად ხანძრის პირობებში“.
კვლევების საფუძველზე დაზუსტდა მიწისქვეშა ნაგებობების სავენტილაციო სისტემების ფუნქციონირების თავისებურებები ხანძრის შემთხვევაში. საკითხები დამუშავდა სამეცნიერო მიმოქცევაში ჩვენს მიერ შემოტანილი დებულების - ძლიერი ხანძრის შემთხვევაში სავენტილაციო სისტემის კოლაფსის - მხედველობაში მიღებით და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ვენტილატორის დეპრესია და ხანძრის მიერ
აღძრული წევა ერთმანეთთან ალგებრულად იკრიბება.