აუტიზმის შეფასების და მართვის თანამედროვე პრინციპები
მონოგრაფია გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით პროექტი „აუტიზმის შეფასების და მართვის თანამედროვე პრინციპები“ (SP-21-099).
წიგნი მომზადებულია „აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მართვა – პროტოკოლის“ ავტორთა სამუშაო მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ეფუძნება პროტოკოლის ხედვას და გვაძლევს საგულისხმო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს პროტოკოლის სწორი და წარმატებული იმპლემენტაციისათვის. წიგნის ძირითად წყაროს წარმოადგენდა NICE-ის ჯგუფის პროფესიონალთა და აუტიზმის სფეროში მომუშავე უცხოელ სპეციალისტთა კვლევები და მითითებები, აგრეთვე, ქართველი სპეციალისტების მიერ თერაპიის განხორციელების/აღსრულების პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული დასკვნები. ნაშრომი შეეხება აუტიზმის შეფასების, დიაგნოსტიკისა და მართვის, ასევე, შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტებისა და ადვოკაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს.
წიგნში წარმოდგენილი რეკომენდაციები ასახავს პაციენტებისა და სერვისის მიმწოდებლების მახასიათებლებს, საჭიროებებს და ღირებულებებს.