შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„აგრონიადაგმცოდნეობა“

წიგნი „აგრონიადაგმცოდნეობა“ შედგენილი და გამოქვეყნებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (საგრანტო ხელშეკრულება #SP-19-153).

წიგნი „აგრონიადაგმცოდნეობა“ წარმოადგენს ნიადაგმცოდნეობის ახალი მიმართულების დახასიათებას. წიგნის ავტორია პროფესორი თენგიზ ურუშაძე და წარმოადგენს მის მიერ მრავალი ათეული წლის საქართველოს ნიადაგების კვლევების შედეგს.

წიგნის მიზანია აგრარული მეცნიერების ახალი მიმართულების - აგრონიადაგმცოდნეობის საფუძვლის ჩამოყალიბება.

დასრულებული წიგნი "აგრონიადაგმცოდნეობა“ მოიცავს ჩვიდმეტ თავს თავისი ქვეთავებით, წიგნს თან ახლავს წინასიტყვაობა, დანართები, ლიტერატურა, ინგლისიური რეზიუმე და სარჩევი.

წიგნში გახილულია ისეთი საკითხები როგორიცაა ნიადაგის გენეზისი, მისი ცალკეული მაჩვენებლების დახასიათება, ნაყოფიერება და ეკოლოგიური ფუნქციები. წიგნის ძირითადი ნაწილი ეხება საქართველოს ნიადაგების მრავალმხვრივ დახასიათებას, გეოგრაფიას და სასოფლო-სამეურნეო გამოყენების თავისებურებებს. დასასრულს იხილება ნიადაგების დეგრადაცია (ეროზია, მძიმე ლითონების შემცველობა, რადიოქტიურობა) და მისი თავიდან აცილების გზები. წიგნს თანდართული აქვს მეტად საინტერესო ფერადი ფოტომასალა (საქართველოს ნიადაგების რუკები, საქართველოში ეროზიების ამსახველი რუკები, საკვები ელემენტების (NPK) ამსახველი რუკები და ნიადაგის ტიპების მიხედვით ლანდშაფტები და ჭრილები).

გამოცემული "აგრონიადაგმცოდნეობის“ წიგნი ხელს შეუწყობს ქვეყნის ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული განძის-ნიადაგების უფრო ღრმად შესწავლას და მათი აგრონომიული მნიშვნელობის თავისებურებების გაცნობას. ქვეყნის ცალკეული ნიადაგების აგრონომიული თავისებურებანი, მათი გამოყენებისა და დაცვის საკითხები საჭიროებენ ფართო განზოგადოებას, რომლის ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია „აგრონიადაგმცოდნეობის“ დამოუკიდებელ წიგნად მომზადება და გამოქვეყნება. ეს ხდება პირველად და იმსახურებს საყოველთაო ინტერესსა და დაფასებას.

წიგნი „აგრონიადაგმცოდნეობა“ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისთვის, სადაც იკითხება საგანი ნიადაგმცოდნეობა, აგრონომია, ბუნების დაცვა, აგროეკოლოგია და სხვ. წიგნის მნიშვნელოვან აუდიტორიას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ფართო წრეები.

წიგნში „აგრონიადაგმცოდნეობა“ წარმოდგენილი მასალა დიდ დახმარებას გაუწევს აგრონიადაგმცოდნეობის განვითარებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული განძის-ნიადაგების უფრო ღრმად შესწავლას და მათი აგრონომიული მნიშვნელობის თავისებურებების გაცნობას. წიგნის გამოცემა მოხდა პირველად და იმსახურებს საყოველთაო ინტერესსა და დაფასებას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????