შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფრაგმენტები საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ისტორიიდან

 

წიგნში განხილულია ლითონების მიღება-წარმოების მეთოდები უძველესი დროიდან დღემდე; მოთხრობილია ამ ასპარეზზე ქართველ მოღვაწეთა შესახებ; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კოლხური მეთოდით ოქროს მოპოვების ტექნოლოგიას და საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლითონური არტეფაქტების კვლევის შედეგებს; დეტალურად არის მოთხრობილი მანგანუმის შესახებ, რომლის სამრეწველო ათვისებაში დიდი როლი ითამაშეს ქართველმა მამულიშვილებმა; საუბარია ზესტაფონის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობების ქარხნის, როგორც საქართველოს მრეწველობის ფლაგმანისა და რუსთავის მეტალურგიული კომბინატის დაარსების ისტორიაზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ წიგნში მარტივად, რთული მეცნიერული კონცეფციებისა და მათემატიკური ფორმალიზმის გამოყენების გარეშეა, აღწერილი უძველსი და თანამედროვე მეტალურგიული ტექნოლოგიები; პოპულარულადაა მოთხრობილი მასალათმცოდნეობის, ლითონთა ფიზიკის, ქიმიური თერმოდინამიკისა და მეტალურგიასთან მომიჯნავე სხვა მეცნიერულ მიმართულებათა პრობლემების შესახებ. წიგნი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის და  განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკითხველისათვის, რომელსაც საშუალება ეძლევა გაეცნოს მეცნიერებას ლითონების შესახებ, მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სფეროდან მოყვანილი რომანტიკული, ხშირად სათავგადასავლო ხასიათის ისტორიების გამოყენებით.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????