შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კრიკინა ვაზი - გავრცელება საქართველოში და კვლევის თანამედროვე ასპექტები

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი FR18‐18474 „საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა“.

წიგნი წარმოადგენს იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ეხება კრიკინა ანუ ველური ვაზის (Vitis vinifera subsp sylvestris (C.C.Gmel.) Hegi კვლევას საქართველოში. აქ ძირითადად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის ფარგლებში უკანასკნელ წლებში შესრულებული კვლევის ასპექტებია განზოგადებული და წარმოაჩენს იმ სიახლებს, რომლებიც დაგროვდა ამ მცენარის გავრცელების ეკოლოგიის, ამპელოგრაფიის, აგრონომიის, ენოლოგიის და ეთნოგრაფიული კვლევების მიმართულებით. ნაშრომში ხაზგასმულია კრიკინა ვაზის გენეტიკური რესურსების მნიშვნელობა და მათი დაცვის აუცილებლობა ველურ ბუნებასა და საკოლექციო ნარგაობაში; წიგნი განკუთვნილია ბიოლოგიური და მევენახეთა საზოგადოებისათვის და მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვით დაკავებული ექსპერტებისათვის.

ავტორები:
დავით მაღრაძე, ლონდა მამასახლისაშვილი, შენგელი კიკილაშვილი,
რამაზ ჭიპაშვილი, ირმა მდინარაძე, შორენა გიორგობიანი,
შალვა კენჭიაშვილი, ლევან უჯმაჯურიძე, ნანა ბიწაძე,
ნიკოლოზ კვალიაშვილი, მაია კიკვაძე, ოლან გოცირიძე,
თამარ მაღრაძე, ლუიჯი მარიანი, ოსვალდო ფაილა.

 

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????