შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით

 

მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის # SP-22-1313).

დღესდღეობით მიმდინარე კლიმატის ცვლილების ფონზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის რეჟიმის სწორი შერჩევა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მორწყვის რეჟიმის ელემენტების განსაზღვრისათვის, როგორიცა ნიადაგის ზღვრული წყალტევადობა, მაქსიმალური მოლეკულური ტენი, ფორიანობა, მოცულობითი წონა, სიმკვრივე, ფილტრაციის კოეფიციენტი, აუცილებელია ექსპერიმენტით მიღებული მონაცემების გასაჯაროება.
საქართველოს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში რწყვის რეჟიმის სწორად შერჩევა, როგორც ტრადიციულ, ისე რწყვის რესურსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენების დროს. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. მონოგრაფიაში შემოთავაზებულია საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგის - სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და მართვის ხელშემწყობი რეკომენდაციები და საადაპტაციო ღონისძიებების შემუშავება გლობალური დათბობის პირობებში, რათა განხორციელდეს მიწის დეგრადაციის, გაუდაბნოების შემცირება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა რწყვის რეჟიმის სწორი რეგულირებით. ნაშრომი განკუთვნილია სოფლის მეურნეობაში მომუშავე სპეციალისტთა ფართო წრისათვის, ფერმერებისათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული: ბაკალავრის, მაგისტრატურის 9 და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროლოგიის, საინჟინრო ეკოლოგიისა და ჰიდროეკოლოგიის განხრით.
მონოგრაფიის ავტორთა გუნდი უპირველეს მოვალეობად მივიჩნევთ, მადლობა მოვახსენოთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ფინანსური მხარდაჭერისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს, პროფესორ ლევან კლიმიაშვილს სამუშაო გარემოს შექმნისა და ნაშრომის გამოცემის მხარდაჭერისთვის. ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მონოგრაფიის რედაქტორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის და რეცენზენტების: პროფესორ ირმა ინაშვილის, ასოცირებული პროფესორების შორენა კუპრეიშვილის და კონსტანტინე ბზიავას მიმართ გაწეული შრომისათვის, რამაც მთლიანობაში გააუმჯობესა წიგნის შინაარსი.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????