ვაზის კულტურა საქართველოში
ნაშრომში სამეცნიერო-პოპულარული ენითაა გადმოცემული ვაზისა და ღვინის კულტურის საკითხები საქართველოში სხვადასხვა დისციპლინის (აგრონომია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ.) მიხედვით. განხილულია ვაზისა და ღვინის მნიშვნელობა ქართველი ერისათვის; მევენახეობისა და მეღვინეობის როლი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში; საქართველოს და ქართველი ერის წვლილი მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაში, ვაზის დომესტიკაციისა და ჯიშების სელექციის საქმეში. წიგნი განკუთვნილია ვაზისა და ღვინის კულტურით დაინტერესებულ მკითხველთა
ფართო წრისათვის.