შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვერხვი, ბიოეკოლოგია, ტაქსონომია და ჰაბიტატები

 

მონოგრაფია შესრულებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სადოქტორო საგრანტო პროექტის ფარგლებში [#PHDF-18-5615]. მერქნიან მცენარეებს შორის ვერხვის სახეობები, მათი მრავალმხრივი ღირსების გამო, მუდმივად იპყრობდნენ მკვლევართა და პრაქტიკოსთა ყურადღებას. საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, არაერთი ახალი მაღალპროდუქტიული ჰიბრიდული ფორმის მიღების შემდეგ. სხვადასხვა პერიოდში შეიქმნა ბევრი სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის გამოცემა უცხოურ ენაზე ვერხვის გვარის სახეობების შესახებ. ვერხვის გვარის სახეობები, რომლებიც საქართველოშიც გვხვდება, რო­გორც ბუნებრივად, ასევე ინტროდუცირებული სახით, მუდამ იყო ქართველი მეტყევე მეცნიერებისა და ბოტანიკოსების ინტერესის საგანი. მათ შესახებ მოტანილია ცნობები სხვადასხვა ნაშრომში, მათ შორის, ისეთ ფუნდამენტურ დარგობრივ გამოცემაში, როგორიც არის ი. აბაშიძის „დენდროლოგია“ (1985) და სხვა. მიუხედავად ამისა, ქართულ ენაზე არ არსებობს ცალკე გამოცემა, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ყველა ძირითადი ინფორმაცია ვერხვის გვარის მცენარეების შესახებ. წინამდებარე მონოგრაფია, ამ მხრივ, პირველი მცდელობაა. მასში გაერთიანებულია ინფორმაცია ვერხვების წარმოშობის, ევოლუციის, ჰიბრიდიზაციის და გამრავლების შესახებ. ვერხვები დახასიათებულია ტაქსონომიურად განახლებული კლასიფიკაციის მიხედვით; პირველადაა განხილული ძირითადი ჰაბიტატები როგორც EUNIS, ასევე „NATURA 2000“-ის ჰაბიტატების კლასიფიკაციის მიხედვით.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????