შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ანგელოზი“ „დემონის“ პირისპირ: დასავლეთის წინააღმდეგობრივი სახე საქართველოში

 პროექტი განხორციელდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით  გრანტი # YS-18-1461.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც, დამოუკიდებლობის საწყის ეტაპზე, იდენტობის კრიზისმა და რადიკალურმა ნაციონალიზმმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, განაპირობა პოლიტიკური, სოციალური და ტერიტორიული დეზინტეგრაცია. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან, პროდასავლური პოლიტიკური მისწრაფებების კვალდაკვალ, ქართულმა ნაციონალურმა პროექტმა თანდათან შეიძინა სამოქალაქო მახასიათებლები და ინკლუზიური ბუნება, თუმცა საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია, „გაყოფილი ერის”1 სინდრომი დღემდე სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში დასავლეთისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და მისი როლი იდენტობის ალტერნატიული დისკურს(ებ)ის ფორმირებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს დასავლური სამყაროს არაერთგვაროვან აღქმას იდენტობათა განსხვავებული ვერსიების ჩამოყალიბების პროცესში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????