შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოკლე შესავალი ცნობიერების თანამედროვე კვლევებში

 

 

რა არის ცნობიერება და თვითცნობიერება? როგორია მისი ნეირონული საფუძვლები? არის ადამიანი ცნობიერი არსება, რეალურად გააჩნია მას თავისუფალი ნება, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა? რა განასხვავებს მას სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან? რას წარმოადგენს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები და რა შემთხვევაში ვხვდებით მათ? შესაძლებელია ცნობიერი მანქანის და ხელოვნური ინტელექტის შექმნა? თუკი ერთ დღესაც ადამიანი მოახერხებს ცნობიერების მქონე მანქანის შექმნას, ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის ქმედებებზე? ცნობიერების ფენომენის ემპირიულ შესწავლას არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ამის მიზეზი კი მის სირთულეშია. პრობლემას წარმოადგენს ცნობიერების ობიექტური განმარტების მოძიებაც. არსებობს განსხვავებული ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, ნეირობიოლოგიური მოდელები, რომლებიც ცდილობენ ისეთი რთული ფენომენის აღწერას, როგორიც ცნობიერებაა. მოსაზრებები მრავალფეროვანია და ურთიერთსაწინააღმდეგოც. საინტერესოა ცხოველებთან ჩატარებული კვლევები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ცნობიერებასთან დაკავშირებით და აფერმკრთალებს ამ ფენომენის ირგვლივ არსებულ ბუნდოვანებას. ნეირომეცნიერების სფეროს წარმომადგენლები ცდილობენ იმ სპეციფიკურ ნეირონულ საფუძვლებზე მითითებას, რომლებიც ცნობიერი პროცესებისთვისაა დამახასიათებელი და ნაკლებ აქტიურია არაცნობიერი ამოცანების განხორციელებისას. მეცნიერები ცდილობენ აღწერონ ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობების სხვადასხვა ფორმები. თანამედროვე სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს ხელოვნური ინტელექტისა და ცნობიერი მანქანის შექმნის შესაძლებლობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით წინსვლა უკვე სახეზეა, თუმცა ადამიანის თავის ტვინის შესაძლებლობის მქონე მანქანის შექმნა ჯერჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა. აღნიშნული წიგნის მიზანს, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების აღწერა, თანამედროვე კვლევების მკითხველისთვის გაცნობა და დილემურ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა. წარმოადგენს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????