აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი საქართველოში
კვლევა საგრანტო პროექტის ნომერი PHDF -22-564] განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით .
წარმოდგენილ მონოგრაფიულ კვლევაში შესწავლილია საპარლამენტო კონტროლის, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დემოკრატიული ზედამხედველობის, მექანიზმი და მოცემულია საპარლამენტო კონტროლის პრინციპები და მახასიათებლები; გაანალიზებულია საპარლამენტო კონტროლის კლასიფიკაცია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ფორმების კლასიფიკაცია; საპარლამენტო კონტროლის თავისებურებები საპრეზიდენტო რესპუბლიკაში (აშშ-ის მაგალითზე), ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაში (საფრანგეთის მაგალითზე), საპარლამენტო რესპუბლიკაში (გერმანიის მაგალითზე), კონსტიტუციურ მონარქიაში (დიდი ბრიტანეთის მაგალითზე). მოცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლის ეროვნული პრაქტიკის ემპირიული კვლევის დეტალური ანალიზი, რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საფუძველზე დეტალურადაა შესწავლილი საპარლამენტო კონტროლის ფორმები, მექანიზმები და ინსტრუმენტები საქართველოში. აღსანიშნავია, რომ წიგნში ასევე მოცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლის რეგიონული დონის ანალიზი.