შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები და განვითარების გზები

 

მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში („დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში: გამოწვევები დ განვითარების გზები“ #FR-18-1887).

მონოგრაფიაში გაანალიზებულია მოქალაქეობრივი განათლების არსებული მდგომარება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ის პედაგოგიური პრაქტიკა და მიდგმები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებას, მომავალი თაობის აქტიურ მოქალაქეებად ფორმირებას.
მონოგრაფიაში დამუშავებულია მოქალაქეობრივი განათლების მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო ნაშრომები და შესაბამისად, ქართულ სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილია ყველაზე აქტუალური მიგნებები, რომელთა გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება საკითხით დაინტერესებული მკვლევარებისთვის.მონოგრაფიას განსაკუთრებით ღირებულს ხდის უშუალოდ საქართველოს სკოლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების წარმოჩენა, რითაც იკვეთება სასკოლო საზოგადოების წევრთა მოქალაქეობრივ კომპეტენციების არსებული დონე და მისი განმაპირობებელ ფაქტორები. ავტორები, ტრადიციული, საველე და ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე, გვთავაზობენ იმ პედაგოგიურ მიდგომებს და აქტივობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის
ეფექტიან განხორციელებას.

მონოგრაფიის  სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????