ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გრანტის ნომერი: YS-2016-50; პროექტის სახელწოდება: „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით“.
წიგნი აქტიურად იყენებს შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდებს, განიხილავს სამეწარმეო-სამართლებრივი ინსტიტუტების ევოლუციას, საუბრობს მათი ჩამოყალიბების საფუძვლებზე და განვითარების სავარაუდო პერსპექტივებზე. წიგნი, გამოჰყოფს ინვესტიციების დაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს, რაც სამომავლო კვლევების საფუძველი შეიძლება გახდეს.