შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები

 

 

წიგნი - ,,ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და მისი განვითარების პერსპექტივები (კახეთის რეგიონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა)", რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ არის დაფინანსებული, ამავე სახელწოდების საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად დაიწერა. თანამედროვე ქართულ სოფელში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები პროექტის თემად შემთხვევით არ აგვირჩევია: საქართველო აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობა ოდითგანვე მისი ეკონომიკის მთავარი საფუძველი იყო. ისტორიულად სოფლის ეკონომიკური სიძლიერე ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინსვლის გარანტი. საქართველოს მრავალფეროვანმა ფიზიკურ-გეოგრაფიულმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო სხვადასხვა სამეურნეო დარგისა და მრავალფეროვანი სამეურნეო ტრადიციების ჩამოყალიბება-განვითარებას, რაც ქვეყნის ბარის, მთისწინა მთის სამეურნეო ზონების თავისებურებებს შეესაბამებოდა. საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა ქართველი მეურნის გეოგრაფიულ პირობებთან ზედმიწევნით მისადაგებული ყოფა – დასახლება, საცხოვრებელი კარმიდამო, სამეურნეო საქმიანობა და სხვ. ტრადიცია და საკუთარი გამოცდილება ქართველ გლეხს აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ რეგიონში მისთვის მომგებიანი სამეურნეო საქმიანობა ეწარმოებინა: ბარში – სიმბიოზური (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა) მიწათმოქმედების დაწინაურებული ფორმით; მთაში - მესაქონლეობა, ოჯახის გამოსაკვებად სამყოფი მიწათმოქმედებით და მთის წინა ზოლი - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის თითქმის თანაბარი განვითარების ტენდენციით. სოფლის მეურნეობის მძლავრი ტრადიცია იყო ის იარაღი, რამაც მრავალი კატაკლიზმების მიუხედავად ქართულ სოფელს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????