შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები (ეთიკური კვლევა და ანალიტიკა)

 

 

 

მონოგრაფია მომზადდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (#FR17_31).  გრანტი სოციალური მუშაობის მიმართულებით პირველია. უნდა ითქვას, რომ სოციალური მუშაობის მიმართულებით კვლევას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან საქმე გვაქვს რთულ, კომპლექსურ სოციალურ მოვლენებთან, რომელთა
გადაჭრასაც სჭირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენება. ამიტომ, კვლევის გარეშე შეუძლებელია მოვიპოვოთ უკეთესი პრაქტიკის განხორციელების მტკიცებულებები, განვავითაროთ ეფექტური ინტერვენციები და სოციალური პოლიტიკა. ამასთან, სოციალური მუშაობის კვლევის ერთ-ერთი მახასიათებელია კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სამიზნე ჯგუფის ინტერესების და/ან სოციალური პრობლემის დაძლევისაკენ მიმართული სოციალური ადვოკატობა. იმედია, მოხდება წინამდებარე კვლევის შედეგების გამოყენება ამ მიზნის მიღწევისათვის.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????