უცხოური პირდაპირი ინვესტიციები: თეორია და საქართველოს გამოცდილება
წიგნში განხილულია საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი გამოწევევა - უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და მისი როგორც პოზიტიური ასევე, ნეგატიური ასპექტები. მოცემულია საკითხის როგორც თეორიული გააზრება, ასევე ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი. შეფასებულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, განსაზღვრულია საქართველოს ინვესტიციური განვითარების საფეხურები. განხილულია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული მიღწევებისა და დაშვებული შეცდომების საკითხები და მოცემულია შესაბამი რეკომენდაციები. წიგნი განკუთვნილია მეცნიერ-ეკონომისტებისათვის, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლებისა და ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებისათვის, პროფესორებისათვის, სამთავრობო ინსტიტუტებისათვის და აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის აქტუალური პრობლემებით დაინტერებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.