შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცემათმცოდნეობა

    სახელმძღვანელო მომზადდა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სტრუქტურირებული სადოქტორო პროექტის ფარგლებში (გრანტი #DP2016_18). 

    გამოცემათმცოდნეობა, როგორც ჰუმანიტარიის დარგი, ქართულ რეალობაში პირველად გამოიყო „ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამის ფარგლებში (რომლის ხელმძღვანელებიც წინამდებარე სახელმძღვანელოს ავტორები გახლავან) და, შესაბამისად, ტერმინიც პირველად ამ პროგრამის დასახელებაში იქნა გამოყენებული.

ამდენად, წინამდებარე სახელმძღვანელო პირველია საქართველოში გამოცემათმცოდნეობის სფეროში. იგი განკუთვნილია სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის, თუმცა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფილოლოგიის მიმართულებისა და მონათესავე დარგების სამაგისტრო პროგრამებშიც, განსაკუთრებით, ტექსტოლოგიის განხრით.

სახელმძღვანელოს სტრუქტურა და შინაარსი მორგებულია სადოქტორო პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე. მასში თემები წარმოდგენილია გამოცემათმცოდნეობის მოდულში შემავალი სალექციო კურსების შესაბამისად. ეს კურსებია:

1. გამოცემის ისტორია, თეორია და პრაქტიკა

2. აკადემიური გამოცემის საგამომცემლო კონცეფცია და სამეცნიერო აპარატი.

გამოცემის ისტორიას ცალკეული საგამომცემლო პრაქტიკების ერთობლიობა შეადგენს. ამავე დროს, თითოეული პრაქტიკული რეპრეზენტაცია გარკვეული საგამომცემლო თეორიის პროდუქტია. გამოცემის ისტორია მოიცავს ხელნაწერისა და ხელნაწერი წიგნის ტრადიციასაც, როგორც ბეჭდური გამოცემის წინარე პერიოდს. რაც შეეხება სამეცნიერო აპარატსა და საგამომცემლო კონცეფციას, იგი აკადემიური გამოცემის თეორიის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????