ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ.წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით
მონოგრაფიაში ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ.წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით, პირველადაა შესწავლილი ისტორიული ქართლის მოსახლეობა უძველესი დროიდან დღემდე და განხილულია ამ რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური სურათის დინამიკა სხვადასხვა დარგის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კომპლექსური კვლევის საფუძველზე. ისტორიული, ანთროპოლოგიური, პალინოლოგიური და დემოგრაფიული მასალების კვლევის შედეგად, მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის ჭრილში, ნაშრომში განხილულია ფიზიკური ტიპის ცვალებადობა, საცხოვრებლის ეკოლოგიური გარემო, თანამედროვე მიგრაციული პროცესების თავისებურება, არქეოლოგიურ, ენობრივ, ასევე წერილობითი წყაროებზე დაყრდნობით წარმოებულია უძველესი მოსახლეობის ისტორიულეთნოლოგიური კვლევა. ნაშრომი განკუთვნილია ანთროპოლოგების, ისტორიკოსების, დემოგრაფების და მკითხველთა ფართო წრისათვის.