1836-1927 წლების რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ქართული ფოლკლორული მასალის შესწავლა
კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით გრანტის ნომერი FR_17160.
კრებული გახლავთ მეორე ნაწილი. წიგნში თავმოყრილია თითქმის ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოში: ძირითადად თბილისში (40), ასევე–ბათუმში (2), ფოთში (1) და რუსეთში–მოსკოვსა (3) და სანკტ-პეტერბურგში (8) გამომავალ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული ქართველების, აფხაზებისა და ოსების ფოლკლორული (ამ ტერმინს ფართო გაგიბით ვიყენებთ და მასში ხალხურ სიტყვიერებასთან ერთად ეთნოლოგიასაც ვგულისხმობთ) მასალებისა და მათთან დაკავშირებული ნარკვევებისა თუ გამოკვლევების ანოტაციები.