შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები

 საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექცია საქართველოსა და ახლო რეგიონში ევროპული ქვეყნების ხელოვნების ყველაზე მდიდარი და მნიშვნელოვანი კოლექციაა. მის შექმნას 1920 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში დიმიტრი შევარდნაძემ დაუდო სათავე.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევების“ ფარგლებში, კოლექციის კომპლექსური შესწავლა პირველად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა კოლექციის სრულყოფილი ორენოვანი მონაცემთა ბაზა, მოხდა ათეულობით ნამუშევრის იდენტიფიკაცია და რეატრიბუცია; კვლევა ევროპისა და ამერიკის მუზეუმებსა და სამეცნიერო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის პრიორიტეტულია საკუთარი კოლექციების თანამედროვე სამეცნიერო დონეზე კვლევა. ეს პროექტი წარმოადგენს უმაღლესი სტანდარტის საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევების მაგალითს, სადაც ორგანულადაა შერწყმული ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მეთოდოლოგია. პროექტის შედეგები მყარ საფუძველს წარმოადგენს შემდგომი სამეცნიერო კვლევების, საქართველოში ევროპული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სამომავლოდ ადგილობრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ბაზისს წარმოადგენს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის შემდგომ მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციის შემუშავებისათვის, რომელშიც ქართული სახვითი ხელოვნების უწყვეტი ხაზი უძველესი დროიდან – დღემდე მისთვის ორგანული ევროპული კულტურის კონტექსტში იქნება წარმოდგენილი.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????