კავკასიის საცენზურო კომიტეტი (1863-1906)
კრებულში შესულია შრომები, რომლებიც შესრულებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო ფონდში გამარჯვებული პროექტის (ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი _FR-21-8335) – „კავკასიის საცენზურო კომიტეტი“ XIX საუკუნის საქართველოში და რუსეთის იმპერიული მმართველობის მექანიზმები – ძირითადი პერსონალის მიერ. პროექტი შესრულებულია საქართველოს ეროვნული არქივის
საისტორიო ცენტრალური განყოფილების 480-ე ფონდის („კავკასიის საცენზურო კომიტეტი“) მასალების საფუძველზე. კავკასიის საცენზურო კომიტეტი დაარსდა 1848 წლის 18 დეკემბერს და იარსება 1906 წლამდე. უფრო სწორად, ის განაგრძობდა არსებობას, მხოლოდ შეეცვალა სახელი. 1905 წლის 24 ოქტომბრიდან რუსეთის იმპერიის ყველა საცენზურო კომიტეტს გადაუკეთდა დასახელება. მათ დაერქვათ „ბეჭდვითი საქმის კომიტეტები“. 1906 წლის 26 აპრილიდან საიმპერატორო განკარგულებით „კავკასიის საცენზურო კომიტეტს“ დაერქვა „ბეჭდვითი საქმის თბილისის კომიტეტი“. ამ სახელწოდებით კომიტეტი აგრძელებდა თავის საქმიანობას მთელი კავკასიის მხარის ფარგლებში მისი ლიკვიდაციის დღემდე, 1918 წლის 1 ოქტომბრამდე. კრებულში დაბეჭდილი შრომები სხვადასხვა კუთხით განიხილავს კავკასიის საცენზურო კომიტეტის საქმიანობას მისი დაარსებიდან სახელის გადარქმევამდე. სტატიებში იკვეთება იმპერიული ცენზურის მიზნები და ამოცანები, ასევე ის მექანიზმები, რომელთაც იმპერია იყენებდა ბეჭდვითი სიტყვის სამართავად.
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔