აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთის საშინაო მდგომარეობის აღწერა
აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის # 52/16 მეშვეობით.
ნაშრომი წარმოადგენს 1819 წელს შედგენილი რუსულ ენოვანი ტექსტის ქართული თარგმანის პუბლიკაციას გამოკვლევით, კომენტარებით, საძიებლებით და ფაქსიმილეებით. დოკუმენტი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ღოს-110). მის ავტორია იოსებ შაგუბატოვი. თხზულების ავტორისეული სათაურია: აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთის საშინაო მდგომარეობის აღწერა.
წყარო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი საკითხის შესახებ მდიდარ ინფორმაციას გვაწვდის. ხელნაწერი ეხება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას, ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებს, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.