შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ახალი მასალები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში

 

კრებულში ასახულია 2019-2022 წლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში“ (FR-18-7653) ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევის შედეგები.
ზემოაღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ირანის არქივებსა და წიგნთასაცავებში (ირანის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი, გოლესთანის სასახლე-მუზეუმის არქივი, თეირანის, ისფაჰანის და გილანის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, ყუმის აიათოლა მარაშის ბიბლიოთეკა და სხვ.) საქართველოს შესახებ არსებული მასალების მოძიება. კვლევის ამოცანას შეადგენდა მოძიებული სხვადასხვა ტიპის პირველწყაროების წყაროების კლასიფიცირება, კატალოგიზაცია, ქართულ ენაზე თარგმნა, შესწავლა და გამოქვეყნება.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანა ასევე იყო უკანასკნელ ხანებში ირანში გამოცემული იმ სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, რომლებშიც შესულია ირანის სხვადასხვა არქივების მასალები, და მათში დაცული საქართველოსა თუ ირანულ-ქართულ ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების თარგმნა და შესწავლა. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპოვებული მასალები მოიცავს ნარატიულ დოკუმენტებს, დიპლომატიური თუ სოციალური ხასიათის პირველწყაროებს, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტებს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????