შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX ს.-XXI ს.-ის დასაწყისი)

 

 აღნიშნული პროექტი განხორციელდა ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი NA-20-09).

ნაშრომი საქართველოში გამოქვეყნებული ამ სახის პირველი გამოკვლევაა. ავტორთა მიზანია XIX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და რეგიონის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების საკვანძო საკითხების გაცნობა სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისათვის. ყურადღება გამახვილებულია აღნიშნული პერიოდის მანძილზე ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ განვითარებაზე, კულტურულ ტრადიციებზე, რელიგიაზე, თანამედროვე პოლიტიკურ მდგომარეობასა და რეგიონის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების სპეციფიკაზე. უმთავრესი საკითხების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საკვანძო მოვლენების, სხვადასხვა მოძრაობებისა თუ გამოჩენილ პირთა მოღვაწეობის შესწავლას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????