შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები

 

 

პროექტი ,,ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი)"  განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული პრეზიდენტის გრანტის (#52/34) ფინანსური მხარდაჭერით.

გზამკვლევში მოცემულია ბორჯომის ხეობის ხუროთმოძღვრული ძეგლების მოკლე ისტორიები. თითოეულ ძეგლს ბოლოში დართული აქვს სრული ბიბლიოგრაფია, რაც დიდ დახმარებას გაუწევს მკვლევრებს აღნიშნული ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლებზე მუშაობისას. გარდა ამისა, გზამკვლევს აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღირებულებაც. ნაშრომში დაზუსტებულია ქართული ისტორიოგრაფიის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში დასახელებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის საკითხი და სხვ. ასევე გზამკვლევში პირველად ქვეყნდება ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები და ასევე ექსპედიციების დროს გამოვლენილი არაერთი დღემდე უცნობი წარწერა. გზამკვლევის ბენეფიციარებად განვიხილავთ მეცნიერების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებს (მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, სტუდენტებს და სხვ.), კულტურის მუშაკებს, ტურისტებსა და ბორჯომის ხეობისა და მისი მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????