შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დადიანების სასახლეების საგანძური

     წიგნი რომელიც წლების განმავლობაში რუდუნებით, დიდი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა. დადიანების სასახლე და მასში დავანებული სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის უდიდესი ეროვნული საგანძურია. პარადოქსია მაგრამ დღემდე არ არსებობდა ორ ენოვანი, მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შედგენილი სამეცნიერო შრომა, რომელიც ამ სულიერ საგანძურს მკითხველს გააცნობდა. დღეს ეს თეთრი ლაქა შევსებულია.
მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო და უმაღლეს დონეზე მოამზადა საყურადღებო ნაშრომი, წიგნი, რომელიც შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული ჯვარ-ხატებისა და მათზე შესრულებული წარწერების შესახებ. ამ მრავლისმომცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შედეგად სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის არაერთი საყურადღებო წყარო, რომელთაც დიდი მნიშვნელობა გააჩნიათ რეგიონის, ქვეყნის და მათ შორის ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორიის შესწავლის დროს. კრებულში მოცემულია როგორც ქართული, ისე ბერძნული და რუსული წარწერები, ნივთების აღწერილობების აბსოლუტურ უმრავლესობას თან ერთვის ფერადი ფოტოები, აქვეა პალეოგრაფიული ალბომი და შესაბამისი სამეცნიერო აპარატი. ნივთების ქრონოლოგია მოიცავს ვრცელ პერიოდს დაწყებულს ანტიკური პერიოდიდან ვიდრე XX საუკუნის დასაწყისამდე.
სასიამოვნო მოვალეობად მიგვაჩნია განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და მის მესვეურებს რომელთა მხარდაჭერითაც შეიქმნა ნაშრომის ელექტრონული ვერსია. კრებული საგამომცემლოდ მომზადდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო ბაზაზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეების თანამშრომლობა ამ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუციებთან შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნაყოფიერია. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ თეიმურაზ ქორიძეს, რომელმაც წიგნის გამოსაცემად სერიოზული ინტელექტუალური და მატერიალური რესურსები გაიღო, ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც მთელი პროცესის მხარდამჭერი და აქტიური დონორი იყო
ვფიქრობთ წინამდებარე ნაშრომი დაინტერესებულ მკითხველს ბევრ საინტერესო და საყურადღებო ინფორმაციას მიაწვდის.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????