დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები
მონოგრაფია შესრულებული აა გამცეემულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის“ ფარგლებში ( გრანტი N B R G -I -I -2 2-0 95).
ნაშრომი ეძღვნება დავითგარეჯის ისტორიულ-კულტურული და რელიგიური კომპლექსის და მისი მიმდებარე სასაზღვრო ზონის მეცნიერულ კვლევას გეოგრაფიულ, ისტორიულ, კარტოგრაფიულ და სამართლებრივ ჭრილში. მასში განხილული და გაანალიზებულია საკვლევი ტერიტორიის გეოგრაფიული და ლანდშაფტური თავისებურებები, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დინამიკის კვლევას. ნაშრომს ლაიტმოტივად გასდევს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის საქართველოსათვის ტერიტორიული მიკუთვნებულობის მეცნიერული დასაბუთება, რომელიც გამყარებულია ისტორიული, სამართლებრივი და კარტოგრაფიული წყაროების დეტალური ანალიზით.
მონოგრაფიის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: