შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დედაენა _ დვრიტა ქართული ეროვნული სულისა

წინამდებარე მონოგრაფიაში დახასიათებულია ქართული ენის მოქმედების ლინგვისტური სივრცე, აღწერილია აღნიშნულ სივრცეში ენის მატარებელთა სამეტყველო ქცევა. ქართული ენა განხილულია სისტემურ-სტრუქტურულ და კომუნიკაციურ პარადიგმათა ფარგლებში. წარმოჩენილია მისი, როგორც დედაენის, როლი სამყაროს შემეცნებასა და თვითგამოხატვაში, სულიერ ღირებულებათა შექმნასა და გავრცელებაში. გაანალიზებულია სამყაროს მეცნიერული და მხატვრულენოვანი სურათების აგების, დედაენაში შენახული ცოდნის უნიკალურობის საკითხები.

ქართული მეტყველების კულტურის პრობლემები განხილულია ენობრივ-ნორმატიული და ფუნქციურ-კომუნიკაციური ასპექტებით. ენის ესთეტიკური ფუნქცია შესწავლილია მხატვრულ კომუნიკაციაზე დაკვირვებით. ქართველ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა პროზაული და პოეტური დისკურსების ანალიზის საფუძველზე გაშუქებულია პოეზიის არსის, მხატვრულობის, როგორც ესთეტიკური ღირებულების, მისი კრიტერიუმების ცვალებადობის, სალიტერატურო ენისა და მხატვრული ლიტერატურის ენის ურთიერთმიმართების საკითხები.

წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარული დარგების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, აგრეთვე, იმათთვის, ვისაც ენისა და ადამიანის, დედაენის რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, ქართული ეროვნული მსოფლხედვის საკითხები აინტერესებს.

მონოგრაფიის  ელექტრონული   ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔