შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

დიმიტრი უზნაძის ნაშრომები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია

     წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი SP-19-425].

წიგნი მომზადდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროექტის: „დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში. მისი მიზანი ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის იმ ნაწილის წარმოჩენაა, რომელიც მას ფრანკოფონიურ სამყაროსთან აკავშირებს. წიგნში იხილავთ დიმიტრი უზნაძის სამ ნაშრომს: „სიმძიმის ილუზიის და მისი ანალოგიის შესახებ“; ბერგსონის ფილოსოფია“; „ბერგსონის მონიზმი“ - ასევე, მათ ანალიზს: „თანმიმდევრული ვიზუალური აღქმისას გამოვლენილი „აინშტელუნგის ეფექტის ცდები (უზნაძის ეფექტი)“; „უზნაძის ეფექტის“ კვლევა ჟ. პიაჟესა და თანამედროვე მეცნიერთა შრომებში“; „ბერგსონის ფილოსოფიის ინტერპრეტაცია და კრიტიკა დიმიტრი უზნაძის მიერ“.

დიმიტრი უზნაძე (1886-1950) ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935) და პროფესორია (1918).

 წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????