ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე
ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ER/467/2-105/12 პროექტის ფარგლებში. ცნობარში თავმოყრილია ქვის ხანის ყველა ეპოქის ძირითადი ძეგლი და მათ შესახებ ქართულ-ინგლისურ ენებზე შემდეგი ინფორმაციაა მოცემული: ძეგლის სახელწოდება, ადგილმდებარეობა, გეოგრაფიული კოორდინატები, დაზვერვების (აღმოჩენის) და გათხრების წლები, შედარებითი და, თუ არსებობს, აბსოლუტური თარიღები, თუ ცნობილია, აღნიშნულია სადაა დაცული მასალა. ცნობარს თან ერთვის თითოეული ძეგლის დამახასიათებელი ქვის და ძვლის ინდუსტრიის ამსახველი თითო ტაბულა. თუკი ძეგლს ამ ჩამონათვალიდან რომელიმე მონაცემი აკლია, ე.ი. ის არ არსებობს, ან ობიქტური მიზეზების გამო ჩვენთვის მიუწვდომელია. ცნობარი, აგრეთვე, აღჭურვილია ეპოქების მიხედვით ქვის ხანის ძეგლების გავრცელების რუკებით და ერთი კრებსითი რუკით. წიგნი მოიცავს სამეცნიერო მიმოქცევაში არსებული ძეგლების უმრავლესობას, რომლებიც ნუსხაში ქრონოლოგიური და ანბანური თანამიმდევრობითაა დალაგებული.