ეთნიკურ ჯგუფთა ინტეგრაცია ქვემო ქართლში (სომხები და აზერბაიჯანელები)
მონოგრაფია გამოცემულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის _`სომხურ აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში (ქვემო ქართლი) და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის დინამიკა” (გრანტი: FR17-76). მონოგრაფიაში განხილულია ქვემო ქართლის ექვსი მუნიციპალიტეტის (გარდაბანი, მარნეული, დმანისი, ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა) სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ჩამოსახლების ისტორია, მათი ტრადიციული ყოფისა და კულტურის საკითხები და ინტეგრაციის თავისებურებები. წიგნი განკუთვნილია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ისტორიითა და თანამედროვე ურთიერთობებით დაინტერესებული მკითხველისათვის.