ეთნომუსიკოლოგიის კვლევა (ოცდაცამეტი თვალსაზრისი)
წიგნი კი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [#SP-21-870].
„ამერიკული ეთნომუსიკოლოგიის მამად“ წოდებული ამერიკელი მკვლევრის, ბრუნო ნეტლის წიგნი “The Study of Ethnomusicology: Thirty-Three Discussions” (მესამე გამოცემა, 2015, ილინოისის უნივერსიტეტი) მსოფლიოში აღიარებული სამაგიდო წიგნია ეთნომუსიკოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ევროპაში იგი აუცილებელი ლიტერატურის სიაშია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა საფეხურზე ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
წიგნი ქართულად ითარგმნა ავტორისა და გამომცემელი უნივერსიტეტის თავაზიანი ნებართვით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტის ფარგლებში თარგმნის პროცესი სამი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.