ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII სს.)
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტი #YS-2016-92 _ ,,ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში(X-XVIII სს.)".
ნაშრომში განხილულია ფეოდალური ეპოქის საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის, ნივთების, შენობა-ნაგებობების და ა.შ. ფასები. ნაჩვენებია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ისე მიწის, ტანისამოსის, სამხედრო შეიარაღებისა და საქალაქო ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთების ღირებულება. მონოგრაფია ასევე ეხება გლეხების ღირებულებას, ე.წ. `სისხლის ფასებს, თანამდებობის პირებისა და მუშა-ხელოსანთა ხელფასებს, ფეოდალების ქონებას, სახელმწიფო შემოსავლებს და სხვა საკითხებს. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.