შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობა“, ნაწილი I, ექვთიმე ათონელი (მთაწმიდელი), ტომი

  

„ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობა“, ნაწილი I, ექვთიმე ათონელი (მთაწმიდელი), ტომი I, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2021.

 გამოცემა განხორციელდა ფუნდამენტური პრო­ექ­ტის - „ათონის მწიგნობრულ-ლიტერატურული სკოლის ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის ელექტრონული აკადემიური გამოცემა (ნაწილი I)“ (გრანტი # FR-19-4294) - ფარგლებში.

I ტომში  წარმოდგენილია ამ სკო­ლის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სებ­ლი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის - ექ­ვთი­მე ათო­ნე­ლის (მთაწ­მი­დე­ლის) მი­ერ ნა­თარ­გმნი კი­მე­ნუ­რი რე­დაქ­ცი­ის სამი ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­სტი: „ცხო­რე­ბაჲ და წა­მე­ბაჲ  წმი­და­თა მო­წა­მე­თა - ევ­სტა­თი­სი და მე­უღ­ლი­სა მი­სი­სა თე­ო­პის­ტი­სი და შვილ­თა მათ­თა - აღა­პი­სი და თე­ო­პის­ტე­სი“; „წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და დი­დე­ბუ­ლი­სა მო­წა­მი­სა თე­ო­დო­რე­სი და მის თა­ნა წა­მე­ბულ­თა მო­წა­მე­თაჲ, რო­მელ­ნი იწამ­ნეს პერ­გე ქა­ლაქ­სა, ქუ­ე­ყა­ნა­სა პან­ფი­ლი­ი­სა­სა“; „წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ნე­ტა­რი­სა ან­თი­მოს ნი­კო­მი­დი­ელ მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­საჲ.“ 

ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი ტრა­დი­ცი­ი­სად­მი უც­ხო­ელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტომ­ში შე­ტა­ნი­ლია ტექ­სტე­ბის ინ­გლი­სუ­რი თარ­გმა­ნე­ბიც. „ევსტათის წამებას“ კი ახლავს ბერძნული ვერსიაც.

გამოცემა აღჭურვილია მდიდარი სამეცნიერო აპარატით. იგი აერთიანებს ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიურ გამოკვლევას, ტექსტების ენობრივ მიმოხილვას, კომენტარებს, ანოტირებულ საძიებლებს, ხელნაწერთა აღწერილობებს, ლექსიკონს.

პროექტის ინოვაციურობა განპირობებულია მისი ინტერდისციპლინურობით.  კერძოდ, იგი მიზნად ისახავს კვლევის პროდუქტის ელექტრონულ მომზადებასაც, რაც ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს განეკუთვნება.

 ელექტრონული გამოცემა განთავსებულია https://athosschool.ge/ სერვერზე. იგი მულტიფუნქციური და მრავალგანზომილებიანია და აკამაყოფილებს ელექტრონული აკადემიური გამოცემისთვის წაყენებულ საერთაშორისო სტანდარტებს. მომზადებულია TEI ფორმატში, რაც ციფრულ ტექნოლოგიებს ემყარება.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????