იოანე პეტრიწის ენა და სტილი
პროექტი განხორციელდა "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით [SP-2-21-619 /.
წიგნი ეხება XII საუკუნის ცნობილი მთარგმნელისა და მწერლის, ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებების ენასა და სტილს და იმ ინტელექტუალურ და ენობრივ კონტექსტს, რომელშიც ეს თხზულებები შეიქმნა. ნაშრომი დახმარებას გაუწევს ზოგადად _ ფილოლოგებს, ქართველოლოგებს, ენის ისტორიის საკითხებით და ინტერესებულ პირებს, ბიზანტიურ-ქართული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის მკვლევრებს; ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის, კლასიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის განყოფილების სტუდენტებს.