შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით

 

მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი #FR-19-118).

ნაშრომში სრულყოფილად არის გაანალიზებული მე-16-მე-17 საუკუნების დასავლეთ საქართველოში არსებული სიტუაცია. წარმოჩენილია ის პოლიტიკური ფაქტორები, რაც ხელს უწყობდა რეგიონში სპარსული კულტურული
ზეგავლენის გაძლიერებას; გამოკვეთილია ის კულტურული ფაქტორები, რის გამოც დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვნები „მისდევდნენ“ ირანულ მოდას; შესწავლილია ტანსაცმელთან დაკავშირებული სპარსული ტერმინოლოგია, რომელიც ქართულში დამკვიდრდა. დასაფასებელია, რომ ნაშრომი ორენოვანია (ქართულად და ინგლისურად), რაც უცხოელ მკითხველსაც საშუალებას მისცემს გაეცნოს ქართულ-ირანული კულტურული ურთიერთობების გამოკვლევაში წარმოდგენილ ასპექტებს. ნაშრომი, რომელიც კიდევ ერთი საინტერესო კუთხით შეისწავლის ქართულ-ირანულ ურთიერთობებს, უდავოდ ავსებს ამ სფეროში არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოაქვს ახალი
საყურადღებო მასალები და მრავალ საკითხს ახლებურად წარმოაჩენს. შესაბამისად, ნაშრომი უდავოდ მაღალი სამეცნიერო ღირებულების მატარებელია და შენაძენს წარმოადგენს ქართული მეცნიერებისთვის.

წიგნის სრული ელექტრონული   ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????