ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)
მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი: SP-22-1050).
გამოკვლევა „ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)“, ეძღვნება ისლამისა და მუსლიმური თემის ისტორიას VIII-XVIII საუკუნეების თბილისში. წიგნში მკითხველი გაეცნობა: თბილისში ისლამის გავრცელების ეტაპებს და მუსლიმური თემის გაჩენის პირობებს; მუსლიმური იურიდიულ-თეოლოგიური სკოლების – მაზჰაბების შემოტანისა და დამკვიდრების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ წანამძღვრებს; თბილისის მუსლიმი მოსახლეობის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ასევე ქართულ სოციუმში ისლამის გავრცელებისა და მუსლიმური ტენდენციების დამკვიდრების დინამიკას; ნაშრომში წარმოდგენილია იმ ქართულ-სპარსული დიპლომატიკური ძეგლების ანალიზი, რომლებიც მუსლიმურ გავლენებზე მიუთითებენ. წიგნში, ისლამმცოდნეობითი თვალსაზრისით, პირველად არის შესწავლილი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები და ორიგინალური ანტიმუსლიმური პოლემიკური ნაშრომები.