შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციონაგებობები ,ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები)

 

 პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მკითხველს ვთავაზობთ ავტორთა მონოგრაფიას ,,ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“. იგი ერთ-ერთი პირველი ცდაა კონკრეტული რეგიონის მატერიალური კულტურის ძეგლების კომპლექსური შესწავლისა. ბუნებრივია, მას არ აქვს ყოვლისმომცველი ნაშრომის პრეტენზია. ვფიქრობთ, ჭანეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა (ქართულ და ინგლისურ ენებზე მდიდარი საილუსტრაციო მასალებით), შესაძლებლობას მოგვცემს დაინტერესებულმა სპეციალისტებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა თუ მოყვარულებმა, ჯერ კიდევ უცნობი მასალა გამოიყენონ თავიანთ კვლევებში, მოხდეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შემდგომი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. საქართველოს, განსაკუთრებით მისი სამხრეთი რეგიონების უმაღლესმა თუ საშუალო განათლების კერებმა წარმოდგენილი მასალა გამოიყენონ საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან (და არამარტო მათთან) კულტურული კონტაქტების გაღრმავება. ეს ხელს შეუწყობს ქართულ-თურქულ ურთიერთობების განმტკიცებას და ორივე ქვეყანაში თანამედროვე ღირებულებების ჩამოყალიბებას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????