კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI სს. (ისტორია , კულტურა, თანამედროვეობა)
მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის [FR17_416] ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი – პროფ. კახაბერ სურგულაძე.
მონოგრაფიაში შესწავლილია კათოლიკობის ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან დღემდე, ყურადღება გამახვილებულია XIX-XX საუკუნეების ქართველ კათოლიკე მოღვაწეებსა და მათ დამსახურებაზე ქვეყნისა და რელიგიის წინაშე. აქვე წარმოდგენილია სტამბოლის კათოლიკური სავანის, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ისტორია და სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.