შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი

 

პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა ორენოვანი კატალოგი,, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების კატალოგი’’, რომელიც იწყება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალის შესწავლის ისტორიით, მონეტების შესაბამისი ეპოქების მიმოხილვით. კატალოგში მონეტები დაჯგუფებულია ქრონოლოგიური და გეოგრაფიული თანმიმდევრობით: ძვ. წ. V - ახ. წ. V საუკუნეების მონეტები (კოლხური თეთრი, კლასიკური (სინოპური, სიცილიური, პონტოს სამეფოს, თებეს, მაკედონიის, ილირიის) და ელინისტური ხანის უცხოური (არგოლიდის, პანტიკაპეონის, სელევკიდებისა და პტოლემაიოსების სამეფოების, ოლბიის, ბითინიის, თრაკიის, თებეს, ფრიგიის, ბაქტრიის, კილიკიის, კრეტის, ილირიის, იონიის, ქიზიკის, პონტოს სამეფოს, სოღდის, სომხეთის სამეფოს, მირინის, პართიის სამეფოს) მონეტები, რომში, ნარბოში, კრეტაზე, სიცილიაზე, კესარიაში, ლუგდუნუმში, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, სირმიუმსა და პანტიკაპეონში მოჭრილი რომის რესპუბლიკური და იმპერიული ხანის მონეტები); VI - XV საუკუნეების მონეტები (სასანური, ბიზანტიური, ქუფური, XII-XIII სს. ქართული (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, რუსუდანი), ტრაპიზონის ასპრები და კირმანეული თეთრი, სანჯარის ზენგიანთა დინასტიის მონეტა, სალთუკიანების ბეილიქის მონეტა, რუმის (კონიის) სელჩუკთა მონეტები, ილდეღიზიდების საათაბაგოს მონეტა, მონღოლური საოკუპაციო მონეტები); XVI - XX საუკუნეების მონეტები (ყირიმის სახანოს, ქართული (სვიმონი, ერეკლე II), ევროპისა და ამერიკის ქვეყნების (ვენეციის, ავსტრიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბრანდენბურგი-პრუსიის, ლოთარინგიის, შვედეთის, წმინდა რომის იმპერიის, პაპის ოლქის, პრუსიის სამეფოს, დანიის, გერმანია-საქსონიის, დიდი ბრიტანეთისა და მისი კოლონიების, საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, ავსტრია-უნგრეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, რუმინეთის, არგენტინის, ტუნისის, პერუს, კრეტის, ბელგიის, აშშ, სერბეთის), ოსმალეთისა და ირანის და რუსეთის მონეტები).

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????