კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი: თანამედროვე კონფლიქტების ისტორიულშედარებითი ანალიზი
მონოგრაფიაში წარმოდგენილია კოსოვოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ისტორიულ-შედარებითი ანალიზის კვლევის მცდელობა. აღნიშნული საკითხი, დღეისათვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის
ომიდან 13 წლის შემდეგ კვლავაც აქტუალურია, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში. ამასთან, თვალში საცემია საკვლევი თემის ირგვლივ ქართულენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების დეფიციტი, უცხოური გამოცემების ხარვეზად კი, ქართული დოკუმენტური და სამეცნიერო მასალების წვდომის პრობლემურობა რჩება. იმავე ტენდენცია იჩენს თავს კოსოვოს კონფლიქტთან მიმართებით ქართულ სამეცნიერო სივრცეში, სადაც კოსოვოს ისტორიული წარსულის შესახებ ძალზე მცირე რამაა ცნობილი კონფლიქტის შესახებ არსებული დოკუმენტური თუ სამეცნიერო მასალების მიმართ წვდომის ნაკლებობის გამო. მონოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ ხარვეზის ნაწილობრივი აღმოფხვრაა. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე საკითხით დაინტერესებული, მკითხველთა ფართო წრისათვის.