ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში
მონოგრაფია „ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში“ (რედ. პროფ. ზაზა აბზიანიძე) ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. კრებული
მომზადდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე, სამეცნიერო პროექტის ფარგლებში - „ქართული მწერლობა: პერიოდები და მიმართულებანი“.
ავტორთა შორის არიან ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები (ზაზა აბზიანიძე, თამაზ ვასაძე, ქეთევან ელაშვილი, მაია ჯალიაშვილი), აგრთვე მოწვეული სპეციალისტები -ოთარ ჯანელიძე და ქეთევან ნინიძე.
მონოგრაფიის წინათქმაში ხაზგასმულია, რომ მე-19 საუკუნის ლიბერალიზმის ადეპტების მოქალაქეობრივი გამბედაობა, დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში, ნეოკონსერვატულ და ნეოლიბერალურ იდეოლოგიებს
შორის მძაფრი დაპირისპირების ფონზე, მარადიულ გაკვეთილად აღიქმება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ავტორები იმედოვნებენ, რომ არა მხოლოდ კოლეგა-ფილილოგები, არამედ მომიჯნავე-ჰუმანიტარებიც ამ
მონოგრაფიაში მათთვის საინტერესო უამრავ მასალას გაეცნობიან.