მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევი
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის `მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევი~ ფარგლებში. გრანტის № YS17_63.
ნაშრომში შესწავლილია ისტორიული ცხავატისა და ხადის თემების `ცეცხლისჯვრის~ სალოცავის საისტორიო-ეთნოლოგიური ასპექტები. კვლევა ეფუძნება საარქივო და ავტორის მიერ 2018-2020 წლებში განხორციელებულ საველე - სამეცნიერო ექსპედიციების დროს მოპოვებულ მასალას. ნაშრომს თან ახლავს ფოტოალბომი, რომლის ძირითად ნაწილშიც წარმოდგენილია სოფელ ზამთრეულისა და შარუმიანის ცეცხლისჯვრის სალოცავების არქიტექტურული ნაგებობებისა და ცეცხლისჯვრობის დღესასწაულის ამსახველი ფოტომასალა. წარმოდგენილი ფოტომასალის მცირე ნაწილი მოძიებულია ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივიდან, დანარჩენი კი ნაშრომის ავტორის მიერ არის გადაღებული.