შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ოკუპირებული ახალგორის რაიონი და ქართულ-ოსური ურთიერთობის დინამიკა

 

 

 

მონოგრაფია “ოკუპირებული ახალგორის რაიონი და ქართულ-ოსური ურთიერთობის დინამიკა” ამავე სახელწოდების პროექტის განხორციელების შედეგად დაიწერა. ნაშრომი ქართველთა და ოსთა 2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომ ურთიერთობებს ეხება; იმ ომისა, რომელმაც უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლ-კარი და მამული დააკარგვინა და საკუთარ სახელმწიფოში დევნილად აქცია. ომის შედეგად ცხინვალის, ჯავისა და ზნაურის რაიონები ფაქტობრივად  მთლიანად დაიცალა ეთნიკური ქართველებისაგან. ჩვენი კვლევის ობიექტად
ახალგორის რაიონის არჩევა იმანაც განაპირობა, რომ ქსნის ხეობაში ქართველთა გარკვეული რაოდენობა ჯერ კიდევ ცხოვრობს. ნაშრომი ოკუპირებული ახალგორის რაიონის ქართველთა და ოსთა ურთიერთობის ეთნოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე შესწავლის პირველი მცდელობაა. ის ძირითადად ემყარება პროექტის მონაწილეთა მიერ დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მოპოვებულ საველე მასალებს, სპეციალური ლიტერატურის, მედია და ინტერნეტ მონაცემებს. პროექტის მიმდინარეობის 2 წლის განმავლობაში (2013.04.-2015.04) მისი მონაწილეები იმ ტრანსფორმაციების მოწმენი გახდნენ, რაც ახალგორის რაიონის ქართველებისა და ოსების ტრადიციულად არსებულმა ურთიერთობებმა ქართულ-ოსური/რუსული კონფლიქტის კონტექსტში განიცადა.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????