ომის იდეოლოგია საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი
აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი FR17_138).
ნაშრომი შუა საუკუნეების ომის იდეოლოგიის მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. მასში განხილული და შესწავლილია ომის იდეოლოგია ისლამურ სამყაროში (ჯიჰადი, ზოგადი კონცეფცია, განვითარება და ევოლუცია) და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ჯიჰადის ფაქტები; წმინდა ომის იდეის წარმოშობა და განვიათარება დასავლეთის საქრისტიანოში (სამართლიანი ომი, წმინდა ომი, ჯვაროსნული მოძრაობა) და მისი გავლენა საქართველოზე; ბიზანტიის დამოკიდებულება წმინდა ომის იდეისადმი, ის თავისებურები, რასაც აღმოსავლური მართლმადიდებლობა და იმპერიის მოწყობა განაპირობებდა; დაბოლოს, შესწავლილია იდეოლოგიური დაპირისპირება ისლამთან, ქართული ანტიმუსლიმური ლიტერატურა, ეკლესიის როლი სამხედრო საქმეში და ქართული ქრისტიანობის მებრძოლი ხასიათი. მიღებული დასკვნების საფუძველზე დადგენილია, თუ როგორ ომებს აწარმოებდა ქრისტიანული საქართველო და რა იყო ომი ,,ქრისტეს რჯულისათვის".