პოლონური იდენტობა ქართულ ბეჭდურ მედიაში (XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე)
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (SP-22-327).
გამოკვლევაში ქართული ბეჭდური მედიის ანალიზით წარმოდგენილია პოლონური იდენტობის ისტორია XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. აღნიშნული პერიოდი ერთნაირი განსაცდელის ხანაა ქართველი და
პოლონელი ერისათვის, ორივე ერს უწევს ბრძოლა იდენტობის გადარჩენისათვის. მონოგრაფიაში პოლონური იდენტობისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი მასალის განხილვა წარმოდგენილია საზოგადოებრივ პერცეფციებზე, ღირებულებებზე, მახსოვრობებზე, სიმბოლოებზე დაკვირვებით. გაანალიზებულია ერთმანეთისგან განსხვავებული პერიოდების –საქართველოს დამოუკიდებლობამდე, დამოუკიდებლობის და საბჭოური პერიოდის მედია მასალები და წარმოჩენილია ამ მასალის ქართველ მკითხველთათვის მიწოდების მნიშვნელობა. წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
მონოგრაფიის ელექტრონული სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔