ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები (XVIII საუკუნის II ნახევარი)
აღნიშნული პროექტი _ ,,ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების აღწერის დავთრები" _ განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის #12/36 მეშვეობით.
ნაშრომი მოიცავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XVIII საუკუნის II ნახევრის სამი ისტორიული საბუთის (Hd-1606, Hd-1611, Hd-9324) პუბლიკაციას, შესავალის, სათანადო გამოკვლევის, კომენტარებისა და ფაქსიმილეების დართვით
ქართულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ისტორიული საბუთი წარმოადგენს შიდა ქართლის სამოცზე მეტი დასახლებული პუნქტის, მათ შორის, ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმდებარე სოფლების, მოსახლეობის აღწერის დავთრებს. დავთრები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის გვიანფეოდალური ხანის შიდა ქართლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეთნიკური ისტორიის, ონომასტიკისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.